Accentnews.ge
ადვოკატი განმარტავს, როდის იმსჯელებს მოსამართლე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე

ადვოკატი განმარტავს, როდის იმსჯელებს მოსამართლე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე

06/12/2022 06:55:00 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მოსამართლე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ექს–პრეზიდენტის პირად საქმეს მიიღებს.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა.

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. მოგვიანებით, ეს დასკვნა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S