მდინარაძე – კასიანოვის განცხადებას ეხმიანება: "მთავარი მიზანია, საქართველო ომში დაფიქსირდეს მხარედ"
06/12/2022 11:06:23 პოლიტიკა
„კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, რაც გამიზნული იყო იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. ჩანდა პირდაპირი მიზანი – მათ უნდათ და ეს თქვა კიდეც კასიანოვმა, რომ საქართველო დაფიქსირდეს მხარედ სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში”, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის და რომ „ისინი შეინარჩუნებენ მშვიდობას”.
„როდესაც რომელიღაცა ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ა.შ. თქვენც ხომ გესმით, რომ განსაკუთრებული მოლოდინი განსაკუთრებული სამხედრო ტექნიკის მათ საქართველოს მიმართ ობიექტურად არ გააჩნიათ, ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში. დანარჩენი რაც ილაპარაკა (გენერატორი, და სხვა ტექნიკა) მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო, ქუჩის სახელების დარქმევაზეც იყო საუბარი. მთავარი სათქმელი იყო მიზანი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს მხარედ”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით საქართველო უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას სრულად უცხადებს, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას შესაძლებლობის ზღვარზე ზემოთ, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას ამას არ და ვერ გაუწევს.


