საელჩო – საგარეო საქმეთა სამინისტროში კასიანოვის შეხვედრა გააუქმეს
06/12/2022 12:10:55 პოლიტიკა
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრეი კასიანოვის დღეს დაგეგმილი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საელჩოში ადასტურებენ.
აღნიშნულს წინ უძღოდა კასიანოვის კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით.
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „შეხვედრა არ არის“.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.


