ბოკერია – კასიანოვის განცხადების შესახებ: "კიდევ ერთი მაგალითია, რაოდენ არასწორ მხარეს დგას ივანიშვილის რეჟიმი"
06/12/2022 13:34:26 პოლიტიკა
"კიდევ ერთი მაგალითია, რაოდენ არასწორ მხარეს დგას ივანიშვილის რეჟიმი", – ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
ბოკერიას თქმით, "არაფერი უნდა გვიკვირდეს ივანიშვილის რეჟიმისგან"
"გუშინ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ნებითა და რწმენით სიცოცხლე გარისკა ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად თავისუფლებისთვის უკრაინის ფრონტზე, ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ფონზე არაფერია გასაკვირი. მიუხედავად ამისა, ეს ეპიზოდიც დეტალების ცოდნის გარეშეც კი კიდევ ერთი მაგალითია, ადამიანობის როგორ არასწორ მხარეს არიან, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ადამიანობის მხრივ. ჩვენ სირცხვილს, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, სანამ არ შევცვლით, ვერ ჩამოვირეცხავთ“, - განაცხადა ბოკერიამ.


