
მედია – უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 18-მილიარდიანი დახმარება დაბლოკა
06/12/2022 13:42:00 მსოფლიო
უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 18 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პროექტის განსახილველად დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკიც ავრცელებს.
"როგორც მოსალოდნელი იყო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 18 მილიარდ ევროს ოდენობის დახმარებას მწვანე შუქი არ აენთო, როდესაც ევროკავშირის ფინანსური მინისტრები შეხვდნენ ბრიუსელში. უნგრეთი კვლავ ბლოკავს დახმარების პაკეტს, რადგან საკუთარი შემოსავლები უზრუნველყოს. დებატები ძალიან ემოციური იყო, უნგრეთი ყველა მონაწილემ გააკრიტიკა, თუმცა უშედეგოდ", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 24 ნოემბერს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტ მეცოლამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 18 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნული თანხა მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკისა და ჯანდაცვის ინსტიტუტების დაფინანსებას, ასევე, სახელფასო და საპენსიო ბიუჯეტის შევსებას.