
რეზნიკოვი: „ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებების წყალობით არ დაღლილა დასავლეთი ომისგან“
07/12/2022 09:19:16 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებების წყალობით, დასავლეთს "არ აქვს ომით გადაღლა“.
„არა [დასავლელი პარტნიორები არ დაიღალნენ უკრაინის თხოვნით – რედ]. ასეთი დათქმები მქონდა, განსაკუთრებით ზაფხულში. მე ვესაუბრე ჩვენი მეგობარი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს. „დაღლილობის სინდრომის“ მეშინოდა. მეჩვენებოდა, რომ თავიდან ის [გადაღლა – რედ.] შეიძლება, იყოს მოსახლეობაში, ადგილობრივ მედიაში და ისინი ზეგავლენას მოახდენენდნენ პოლიტიკოსებზე და შემდგომში შემცირდებოდა დახმარების ოდენობა. მაგრამ ჩვენი წარმატებები ფრონტზე [გვეხმარება – რედ.], როცა თავიდან ეგონათ, რომ კიევს სამ დღეში დავთმობდით და ორი კვირის შემდეგ მთელს უკრაინას, მაგრამ ეს არ მოხდა. ჩვენ წარმატებით განვდევნეთ ისინი კიევის, ჩერნიგოვის, სუმის რეგიონებიდან, კრეისერი „მოსკვა“ [ჩაიძირა – რედ], ზმეინის კუნძული, ხარკოვის, ლუგანსკის, ხერსონის ოლქები [დაიბრუნეს უკრაინელებმა –რედ.]“, - თქვა მან უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
მისი თქმით, დღეს მოკავშირეებს ძალიან სურთ, იყვნენ „პარტნიორები ამ გამარჯვებაში“.
„პირიქით, ისინი გვგულშემატკივრობენ, და ყოველ შეხვედრაზე მკაფიოდ მეუბნებიან: „ალექსეი, ჩვენ ვამაყობთ, თქვენ ჩვენ შთაგვაგონებთ და ჩვენ თქვენთან ვიქნებით ამ ომის დასრულებამდე, თქვენს გამარჯვებამდე, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს“. მათ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. და რაც მთავარია, ამ ქვეყნების მოსახლეობა მხარს უჭერს მთავრობების ამ გადაწყვეტილებებს“, - დასძინა უკრაინელმა მინისტრმა.
დასავლელი პარტნიორები, კერძოდ აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეულის ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს გამოუყო 20 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება, კიდევ 10 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისთვის და დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი ეკონომიკის აღდგენისთვის. გარდა ამისა, ბაიდენმა მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, კიდევ 37,7 მილიარდი დოლარი გამოყოს უკრაინის დამატებითი დაფინანსებისთვის.