
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
07/12/2022 13:07:23 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6902 ლარი ეღირება, ევრო – 2.8239 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2740 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6943 ლარი ღირდა, ევრო – 2.8287 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2779 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.