Accentnews.ge
დონეცკში რუსი სამხედროების სატვირთო ავარიაში მოჰყვა, დაიღუპა 16 პირი

დონეცკში რუსი სამხედროების სატვირთო ავარიაში მოჰყვა, დაიღუპა 16 პირი

07/12/2022 16:11:27 ევროპა

დონეცკის დროებით ოკუპირებულ რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 7 დაშავდა, მათგან სამი ჰოსპიტალიზებულია,– იუწყებიან პრო-რუსი ოფიციალური პირები და რუსეთის სახელმწიფო მედია.

საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, შახტარსკი-ტორეზის მაგისტრალზე, სატვირთო მანქანა, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ, მიკროავტობუსს შეეჯახა.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ დენის პუშილინმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის რამდენიმე მათი ჯარისკაციცაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S