
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი წარმოადგინა
07/12/2022 19:19:56 ევროპა
ევროკომისიამ ოფიციალურად წარმოადგინა ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. სანქციების დეტალებზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა.
პროექტი შეიცავს წინადადებას რუსეთისთვის ნებისმიერი სახის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაზე. ასევე აიკრძალება მათი ძრავების მიწოდება - არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც, ევროკავშირის აზრით, შეუძლიათ ისინი რუსეთს მიჰყიდონ.
ასევე გათვალისწინებულია აკრძალვის დაწესება რუსეთის სამთო-მომპოვებელ სექტორში ახალი ინვესტიციების გაკეთებაზე. გამკაცრდება საექსპორტო კონტროლი რუსეთში ისეთი საქონლისა და სამოქალაქო ტექნოლოგიების ექსპორტზე, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იქნეს გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის.
სანქციები უნდა შეეხოს რუსეთის ოთხ ტელეარხსა და სამ ბანკს. მათ სახელებს ჯერჯერობით არ იტყობინებიან.
დაახლოებით 200 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ უნდა შემოიღონ პერსონალური სანქციები - აქტივების გაყინვა და, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა. როგორც იტყობინებიან, საქმე შეეხება დეპუტატებს, ჩინოვნიკებს, სამხედრო მეთაურებს, ასევე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო მრეწველობის საწარმოებსა და პოლიტიკურ პარტიებს.
როგორც მოსალოდნელია, სანქციების მეცხრე პაკეტი შეიძლება, მომავალ კვირაში მოიწონონ ევროკავშირის სამიტზე.