Accentnews.ge
უკრაინაში მღვდელს, რომელიც ოკუპანტებს ეხმარებოდა, 12 წელი მიუსაჯეს

უკრაინაში მღვდელს, რომელიც ოკუპანტებს ეხმარებოდა, 12 წელი მიუსაჯეს

07/12/2022 20:08:29 ევროპა

უკრაინაში სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელს ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში. ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის არმიისთვის უკრაინის ჯარების განლაგების და ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის მაცხოვრებლების შესახებ მონაცემების მიწოდებისთვის, რომლებიც თანამშრომლობდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მღვდელი აპრილში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან იგი დაუკავშირდა რუსულ ჯარებს და აცნობა მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოზიციების მდებარეობა, პერსონალის რაოდენობა და მიაწოდა ცნობები სამხედრო ტექნიკის თაობაზე.

გამოძიების ვერსიით, სასულიერო პირი რუსეთის სპეცსამსახურებმა ჯერ კიდევ 2014 წელს აიყვანეს და მას შემდეგ ის კავშირშია ლუგანსკელ სეპარატისტებთან.

ჩხრეკისას აღმოაჩინეს მისი მიმოწერა რუსეთის ჯარების და სეპარატისტული ფორმირებების წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა,უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპანტებს კიდევ ერთი მღვდელი ჰყავდათ ლუგანსკის რეგიონში, რომელიც ნებაყოფლობით აწვდიდა ინფორმაციას რუსეთის ჯარებს. მისი დახმარებით გაიტაცეს ორი პირი, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდნენ. მღვდელი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით უკრაინის ძებნილთა სიაშია. ცნობილია, რომ ის რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე იმალება.

კიევმა არაერთხელ დაადანაშაულა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოსთან არის დაკავშირებული, რუსეთის აგრესიაში თანამონაწილეობაში. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დააწესა პირადი სანქციები ამ ეკლესიის რამდენიმე იერარქის წინააღმდეგ და ასევე დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაციები. ბოლო კვირების განმავლობაში, უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ჩხრეკა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სამრევლოებსა და მონასტრებში; უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტაძრების ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რუსული პროპაგანდისტულ მასალები, პირები რუსული პასპორტებით და დოკუმენტების გარეშეც, ასევე დიდი ოდენობით ნაღდი ფული გრივნაში, რუბლსა და დოლარში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S