
WSJ: ტკაჩევის ფირმამ უკრაინელ ფერმერებს 160 000 ჰექტარი მიწა წაართვა
07/12/2022 20:19:16 ევროპა
The Wall Street Journal-ის ცნობით, კომპანია Agrocomplex-მა, რომელიც რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს და კრასნოდარის ტერიტორიის ყოფილ გუბერნატორს ალექსანდრე ტკაჩევს ეკუთვნის, დონბასში 1500 კვ.კმ.–ზე მეტი მიწა მიიტაცა.
ამრიგად, კომპანია გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმის ოპერატორი უკრაინაში, რამაც შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებას საშუალება მისცეს, გააკონტროლონ უკრაინული მარცვლეულის მოსავლის უმეტესი ნაწილი, – აღნიშნავს გამოცემა.
მიწა ფაქტობრივად რუსეთის შეიარაღებული შეჭრის შედეგად იქნა მიტაცებული. ადრე ის ეკუთვნოდა უკრაინის სამ უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო კომპანიას - HarvEast Holding–ს, Nibulon–სა და Agroton Public Ltd–ს. ამ საწარმოების ხელმძღვანელებისა და რამდენიმე უკრაინელი ფერმერის თქმით, დონეცკის და ლუგანსკის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ზოგჯერ შეიარაღებული ადამიანების ჯგუფებთან ერთად მიდიოდნენ მათთან და ემუქრებოდნენ, ხელი მოეწერათ ქონების გადაცემის შესახებ დოკუმენტებზე, თანაც, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ამისა, მათ წაართვეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოსავალი.
უკრაინული კომპანია „აგროტონის“ ხელმძღვანელმა იური ჟურავლევმა განაცხადა, რომ მისი კომპანიისგან 350 000 ტონა ხორბალი და მზესუმზირა გაიტაცეს.
არც ერთ უკრაინელ ფერმერს კომპენსაცია არ მიუღია.