
ურახოვეში რუსეთის თავდასხმებს რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
07/12/2022 20:22:14 ევროპა
დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.
მისივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი გახსნეს ბაზრის, ავტოსადგურისა და დასახლებების მიმართულებით.