
რუსეთი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეადან გარიცხეს
07/12/2022 21:02:00 ევროპა
რუსეთი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეიდან გააძევეს,– იუწყება უკრაინული მედია რადას დეპუტატ ალექსანდრე მარიკოვსკიმზე დაყრდნობით.
„უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა, რომლებიც ახლა ყველაზე პრორუსულ საერთაშორისო პლატფორმაზე ვიბრძვით, არსებები [რუსეთი] გავაძევეთ ამ ორგანიზაციიდან. გუნდმა, რომელსაც ანა პურტოვა ხელმძღვანელობს, ახლახანს წარმოუდგენელი რამ გააკეთა“,– წერს მარიკოვსკი „ფეისბუქში“.
interfax.ru-ს ცნობით, საპასუხოდ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა საპარლამენტო ასამბლეაში ოლგა ტიმოფეევამ გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საწევროს გადასახადის შეჩერების შესახებ:
„ვიღებთ გადაწყვეტილებას, დროებით შევაჩეროთ საწევრო გადასახადი, სანამ საღი აზრი არ აღდგება, რომელიც ორგანიზაციაში სრულიად დარღვეულია:
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა შეიქმნა 1993 წლის 26 თებერვალს. მასში შედიან: ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, სომხეთი, საბერძნეთი, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა.