Politico-მ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

08-12-2022 10:00:12 მსოფლიო

ამერიკულმა გამოცემამ Politico 2022 წელს, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც არჩევნებში იმარჯვებენ, კიევში, რათა გადაიღონ ფოტო 44 წლის კაცთან მის საკულტო მაისურში. მის გვერდით დგომა - პოლიტიკოსებს სურთ, რომ მათ ასე ხედავდნენ. ზელენსკიმ დაარწმუნა მთელი ევროპა იმაში, რომ მათი მომავალი უკრაინას უკავშირდება - ამისი ბევრს არ სჯეროდა, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მისი კომუნიკაციის უნარი საკვანძოა. მისი რიტორიკა მიანიშნებს რუსეთის რეჟიმის ავთვისებიანობაზე, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძვის", - წერს გამოცემა ზელენსკის შესახებ.

Politico-ს რეიტინგში სულ 28 ადამიანი მოხვდა, მათ ნაწილს პოლიტიკოსები შეადგენენ, ხოლო ნაწილს დიპლომატები, ეკონომისტები, პედაგოგები და კლიმატოლოგები. გასულ წელს ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად იტალიის მაშინდელი პრემიერმინისტრი მარიო დრაგი დასახელდა. გამოცემამ სია შეადგინა თავისი ჟურნალისტების, ასევე გავლენიანი ადამიანების, საექსპერტო შეფასებებისა და შეხედულებების საფუძველზე.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ადამიანად გამოაცხადეს ამერიკულმა და ბრიტანულმა გამოცემებმა, Time-მა და Financial Times-მა. ისრაელის გამოცემა The Jerusalem Post-მა ზელენსკის უწოდა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ებრაელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები