Accentnews.ge
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო აღიჭურვა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო აღიჭურვა

24/10/2019 09:58:28 სხვა, რეგიონები, საზოგადოება, რეკლამა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი კოოპერატივების საქმიანობას გაეცნო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „ასქო“, „სსკ“ და „შირ-ანთ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკასა და ჯიგრაშენში 2018 წლიდან საქმიანობენ. კოოპერატივებში გაერთანებულია 100-ზე მეტ მეპაიე, მობილიზებულია 700-ზე მეტი ფური.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს გადაეცათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამმუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით კოოპერატივებმა მიიღეს ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენდა შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით ეძლევათ შესაძლებლობა მათივე წარმოებული პირველადი პროდუქცია კოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ და საბოლოო  სახით  მიაწოდონ ბაზარს.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S