Accentnews.ge
ადვოკატი: "სააკაშვილს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს"

ადვოკატი: "სააკაშვილს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს"

08/12/2022 08:41:08 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ილია ლომიას განცხადებით, ექს–პრეზიდენტს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს. ამის შესახებ მან კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

“მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს ხვალინდელ სასამართლო განხილვებს დაესწროს. ალბათ, პენიტენციური სამსახური დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფს მის გადაყვანას სასამართლო სხდომაზე. დამხმარე საშუალებებში იგულისხმება ეტლიც, საკაცეც და ნებისმიერი სხვა საშუალება. ხვალ სასამართლო სხდომაზე ჩვენ მიერ მოწვეული იქნებიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი პირები, რომლებსაც მოუწევთ სასამართლოზე განმარტებების გაკეთება, თუ რა სახის კვლევები ჩაატარეს და რაზე იყო ეს გამოკვლევები დაფუძნებული. ასევე, გააჟღერებენ თავის პოზიციას, რა შედეგებამდე მივიდნენ და რისთვის არის საერთოდ ეს დასკვნა წარმოდგენილი. სხდომის მიმდინარეობის პროცესში მოწმეების დაკითხვის თანმიმდევრობა თავად სასამართლო განხილვის დროს განისაზღვრება. ეს პირები იქნებიან ექიმები, სპეციალისტები, ასევე "ვივამედის" მედპერსონალი, მკურნალი ექიმი, შესაძლებელია დღის ექიმიც და ა.შ. ვფიქრობთ, სასამართლოზე დავაყენოთ საკითხი მოწმეების მოხსნის თაობაზე, რომ არ გაჭიანურდეს პროცესები და მიხეილ სააკაშვილის დაზიანებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ხვალინდელ პროცესზე მოწმის სახით პოლიტიკოსებიც უნდა დაკითხულიყვნენ, მაგრამ დიდი ალბათობით, დაცვის მხარე მათი დაკითხვის საკითხს დღის წესრიგიდან მოხსნის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S