Accentnews.ge
ომში რუსეთის დანაკარგებმა 93 ათას სამხედროს გადააჭარბა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

ომში რუსეთის დანაკარგებმა 93 ათას სამხედროს გადააჭარბა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

08/12/2022 09:03:22 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 8 დეკემბერს დილით იტყობინება, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში 340-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა გასული დღის განმავლობაში.

რაც შეეხება ჯამურ დანაკარგს, უკრაინის სარდლობის ცნობი, 93 080–ს შეადგენს.

გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმიამ გასული დღის განმავლობაში ასევე დაკარგა:

  • 2 ტანკი (ჯამში - 2937),
  • 2 ჯავშანტექნიკა (5911),
  • 2 საარტილერიო სისტემა (1925),
  • 2 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონი (1603),
  • 2 ავტომობილი (4528),
  • 1 სპეციალური აღჭურვილობა (164).

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ომში რუსეთის დანაკარგები მინიმუმ 100 000 სამხედროს შეადგენს. საუბარია როგორც დაჭრილებზე, ისე დაღუპულებზე. მილის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ, ანალოგიური ზარალი განიცადა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში დაახლოებით, 40 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს ისაუბრა. აღინიშნა, რომ რუსეთის არმიამ დაკარგა 5937 ადამიანი, თუმცა დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ ღია წყაროებში მოძიებული ცნობები, რომლებიც სავარაუდოდ, ასევე არ ასახავს სრულ სურათს, გაცილებით მაღალ მაჩვენებელზე მეტყველებენ.

დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან 13000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S