Accentnews.ge
ბოკერია: "მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი რეჟიმის განაჩენია"

ბოკერია: "მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი რეჟიმის განაჩენია"

08/12/2022 12:34:51 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "უკრაინაში წასული მებრძოლებისთვის მოქალაქეობის თამორთმევაზე დისკუსიაც კი ივანიშვილის რეჟიმის განაჩენია".

“მე არ ვიცი და არამგონია, ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი, რომ რეალურად ჩამოართვას მოქალაქეობა ადამიანებს, ვინც მაგალითს აძლევენ ყველას, საკუთარი რწმენის, საქართველოს ინტერესებისა და თავისუფლების დასაცავად სიცოცხლის რისკზე წასვლით, მაგრამ თავისთავად ისიც კი, რომ ამაზე დისკუსია არსებობს და რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სპიკერი, პოლიტიკური არარაობა, ამ თემაზე პროაქტიულად საუბრობს, ეს უკვე განაჩენია იმ მრავალ განაჩენთან ერთად, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას გამოუტანა იმ სირცხვილით და ღალატით, რისი მოწმეებიც ვართ, შეიძლება ითქვას უკვე წლებია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო თვეებია, რაც უკრაინაში აქტიური ფაზა დაიწყო ბოროტების იმპერიის კამპანიისა”, – აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის: "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს".

მოგვიანებით, მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S