Accentnews.ge
"თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლოზე გამოცხადებას, დავაყენებთ შუამდგომლობას სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში"

"თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლოზე გამოცხადებას, დავაყენებთ შუამდგომლობას სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში"

08/12/2022 13:43:10 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვალინდელ პროცესზე დავაყენებთ შუამდგომლობას სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში.

"თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ან „ვივა მედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია" ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

ხვალ სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავს. პროცესზე დასწრების სურვილი აქვს თავად მესამე პრეზიდენტსაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S