Accentnews.ge
მთვრალაშვილი: „დეკემბერში ბენზინის ფასის შემცირება გაგრძელდება“

მთვრალაშვილი: „დეკემბერში ბენზინის ფასის შემცირება გაგრძელდება“

08/12/2022 15:50:29 ეკონომიკა

გლობალური სავაჭრო ჯგუფის” ხელმძღვანელს ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ დეკემბერში ბენზინის ფასის შემცირება გაგრძელდება.

„ადგილობრივ ბაზარზე ბოლო თვეების განმავლობაში ბენზინის ფასი შეუქცევადად მცირდება. დიდი ქსელი იქნება ეს, საშუალო თუ მცირე ქსელი ფაქტობრივად ფასების ვარდნასთან გვაქვს საქმე. არაბრენდირებულ სადგურებზე რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება დღეს უკვე 2.40 ლარია. ეს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებით და ლარის კურსის გამყარებითაა განპირობებული. აქედან გამომდინარე საბითუმო ბაზარზეც ფასები საკმაოდ შემცირებულია. ლოგიკურად, დეკემბერში ეს შემცირება გაგრძელდება“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა BM.GE–სთან საუბრისას.

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობის ღირებულების ვარდნის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება. სადღეისოდ Urals-ის ფასი დამატებით 4.2%-ით დაეცა და ბარელის ღირებულებამ 55 დოლარი შეადგინა. შემცირების ტენდენციაა დასავლურ ბირჟებზეც, სადაც ბარელი Brent-ს ღირებულება 77 დოლარამდეა შემცირებული, WTI Crude-ს ფასი კი 72 დოლარს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S