Accentnews.ge
საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში რუსული ინვესტიციები გაორმაგდა

საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში რუსული ინვესტიციები გაორმაგდა

09/12/2022 08:35:09 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში რუსული ინვესტიციები გაორმაგდა.

სტატისტიკის მიხედვით, პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებში პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს, საიდანაც საქართველოში მესამე კვარტალში $165.9 მილიონი დოლარი შემოვიდა, წინა წელთან შედარებით ესპანური FDI თვრამეტჯერ არის გაზრდილი. მეორე პოზიციას $122.9 მილიონით დიდი ბრიტანეთი იკავებს, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა $120 მილიონიანი ინვესტიცით.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მესამე კვარტალში რუსეთიდან $41.8 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 122%-ით მეტია.

FDI-ის მხრივ ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:

1) ესპანეთი - $165.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 1,703%;

2) დიდი ბრინატეთი - $122.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 105%;

3) ირლანდია - $120.3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29,975%;

4) აშშ - $64.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 103%;

5) ნიდერლანდები - $47.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 27%;

6) რუსეთი - $41.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 122%;

7) იაპონია - $29.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 256%;

8) ჩეხეთი - $24.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 21%;

9) ვირჯინის კუნძულები - $17.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 289%;

10) დანია - $9.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 2%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S