Accentnews.ge
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს

09/12/2022 09:13:15 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

პენიტენციურმა დაწესებულებამ საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი წარადგინა, რომლის მიხედვით, ექიმი მოცემულ მომენტში სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. აღნიშნულს ხელს კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი აწერენ.

სხდომას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები.

როგორც სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, გადაუვადებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასჯელს, ეს დღეს არ გახდება ცნობილი და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას რამდენიმე სხდომა დასჭირდება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S