Accentnews.ge
სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო

სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო

09/12/2022 09:24:34 სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც მსჯელობა უნდა დაწყებულიყო მისი სასჯელისგან გათავისუფლებაზე, ან გადავადებაზე, დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა.

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს. სწორედ ამ მიზეზით, აღნიშნულის ტექნიკურად უზრუნველყოფისთვის და ასევე იმის გამო, რომ მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა, სხდომა გადადო.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სახალხო დამცველის მოსაზრებაც და ასევე, დამატებითი დოკუმენტები მიიღო, რის გაცნობასაც, მისი განცხადებით, დრო სჭირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S