Accentnews.ge
ადვოკატი: "მიხეილ სააკაშვილი შემდეგ პროცესზე ჩაერთვება"

ადვოკატი: "მიხეილ სააკაშვილი შემდეგ პროცესზე ჩაერთვება"

09/12/2022 09:37:50 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ტექნიკურად საჭიროა ორი სამუშაო დღე, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი განახლდეს.

მისი თქმით, შემდეგ პროცესში სავარაუდოდ, მესამე პრეზიდენტიც ჩაერთვება.

"ამის მზაობა გამოთქვა მოსამართლემ, დიახ ჩაერთვება. ორი კალენდარული სამუშაო დღე არის, ტექნიკურად როგორც ჩანს, ეს საჭირო იყო. სააკაშვილი ცუდად არის, გასაგებია, მაგრამ ჩვენი პოზიციაც არის, რომ ჩვენ გვინდა, ამ პროცესზე ამ ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, პროცესი ისე ვერ ჩატარდება. წარმოუდგენელია მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება ისე, რომ ადამიანი არ ესწრებოდეს პროცესს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S