„ბრძოლა გარდატეხის პიკშია": რას შეცვლიან გერმანული Leopard– ები

09-12-2022 18:09:39 ევროპა ,კომენტარი

ბერლინი უკრაინას გერმანული Leopard 2–ის გადაცემას დაპირდა. ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა დაადასტურა, რომ აშშ დასთანხმდა ამ ტანკების უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის გადაცემას. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ყველაზე მსუბუქი Leopard 2-იც კი ათი ტონით უფრო მძიმეა, ვიდრე რუსული ან უკრაინული T-72 ტანკები. მეტი ჯავშანია, გერმანული მანქანის ეკიპაჟი უკეთ არის დაცული, მათ შორის, საბრძოლო მასალის მდებარეობის გამო: 1980-იანი წლებიდან, „ლეოპარდებში", ქვემეხის 120 მილიმეტრიანი ჭურვები ეკიპაჟისგან მოშორებითაა განთავსებული. „ლეოპარდებს“ ეფექტურად შეუძლიათ სროლა საფარიდან თუ მოძრაობისას. არ აქვს მნიშვნელობა რა რელიეფზე მოძრაობს ტანკი, იარაღი მიჰყვება მიზანს, თან ამას აკეთებს მაქსიმალურად მოქნილად.

გერმანული "ლეოპარდები" იქნება პირველი არასაბჭოთა ტანკები უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალში. გაჩნდა კითხვა, ხომ არ სჯობდა, უკრაინისთვის მიეწოდებინათ მაგალითად, ამერიკული „აბრამსი“? როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საქმე იმაშია, რომ „ლეოპარდები“ მრავალი წელია, არსებობს გერმანულ და, რაც მთავარია კიევისთვის, პოლონეთის არმიაში. იქ არის ყველანაირი ინფრასტრუქტურა ამ ტანკების მომსახურებისთვის. ისინი უბრალოდ უნდა გადაიტანონ საზღვარზე. ვაშინგტონი თანხმდება, რომ სწორედ „ლეოპარდები“ უნდა შევიდნენ უპირველესად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

"ეს დადასტურდა ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს ყველა ჩემს დისკუსიაში: სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და სენატში. ჩვენი პარტნიორები გერმანიისგან ვალდებულებების შესრულებას ელიან", - თქვა მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა.

Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ჟურნალისტების ცნობით, მხოლოდ Rheinmetall-ისა და Krauss-Maffei Wegmann-ის მარაგებიდან გერმანიას შეუძლია, უკრაინას 80 ერთეული „ლეოპარდი“ მიაწოდოს უახლოეს მომავალში. კიდევ 30 გამოიყენება ბუნდესვერის საბრძოლო მომზადების ცენტრში და მათი ჩანაცვლება შესაძლებელია საბჭოთა ტანკებით უკრაინული მარაგებიდან.

სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი ფიქრობს, რომ ტანკების გადმოცემა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მსოფლიოში პოლიტიკურ სიტუაციასა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, ძირითადად, ამ უკანასკნელზე.

„საკითხავია, ამ ტანკების რა ვერსიას მოგვცემენ. თუ A4–ს, მაშინ ეს ვერსია დიდად არ განსხვავდება [საბჭოთასგან] – არც ისე მაღალტექნოლოგიურია, ეკიპაჟებს დიდი ხნის განმავლობაში არ დასჭირდეთ მომზადება. თუ A7 ვერსიას მოგვცემენ, მაშინ ეკიპაჟის მომზადებას მეტი დრო დასჭირდება. ასე რომ, A4 არის ყველაზე გავრცელებული ვერსია. თუ Panzerhaubitze–ის თვითმავალი საარტილერიო ჰაუბიცა ოთხ კვირაში ავითვისეთ, ვფიქრობ, „ლეოპარდს“ კიდევ უფრო ადვილად ავითვისებთ“,– ფიქობს ჟდანოვი.

რაც შეეხება ტანკების თაობაზე მიდგომის ცვლილებას, ჟდანოვი ფიქრობს, რომ ეს საბჭოთა ტანკების მარაგებსა და უკრაინისთვის მათი მიწოდების მსურველ ქვეყნებში ვითარების შეცვლას უკავშირებს:

„ეკიპაჟის მომზადების დროის შემცირების მიზნით, პრიორიტეტი მიენიჭა საბჭოთა იარაღის ნიმუშებს. ახლა საბჭოთა იარაღის მარაგი, როგორც ჩანს, ამოწურვას იწყებს. გარდა ამისა, როგორც ჩვენმა მთავარსარდალმა თავის სტატიაში დაწერა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს შეიარაღებას, რომელიც ტექნოლოგიურად უკეთესი იქნება რუსეთის შეიარაღებაზე ან იგივე მაინც“.

მისი თქმით, უკრაინას იარაღი მიეწოდება, მაგრამ მთავარი საკითხი მათი რაოდენობაა:

„რაოდენობრივი თვალსაზრისით, ვფიქრობ, რაღაც შეიცვლება: განსაკუთრებით საარტილერიო, ჯავშანტექნიკის და ტანკების მიწოდების კუთხით. ვვარაუდობ, რომ "ლეოპარდი" იქნება პირველი ნიშანი მანქანების რაოდენობის მიხედვით. ოთხმოცი – ორი ბატალიონია. ისინი "ამინდს“ დიდად ვერ შექმნიან. რამდენიმე ასეული რომ იყოს, მაშინ დიახ, ეს შეიძლება, გახდეს გადამწყვეტი ხაზი ერთ-ერთ საოპერაციო ზონაში“.

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, სამხედრო ექსპერტის თქმით ის „გარდატეხის პიკშია“:

„თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ რუსეთი დონეცკის მიმართულებით ვა–ბანკზე წავიდა: „მოვკვდებით ან გავიმარჯვებთო“ –სწორედ ეს იქნება ომის საბოლოო გარდატეხა. იგივე ბახმუტისთვის, ავდიევკასთვის ბრძოლა, დონბასისთვის ბრძოლის შედეგი – ეპიკური ბრძოლაა, რომელზეც ჩვენ ვთქვით, რომ აპრილში დაიწყებოდა. ახლა ის თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიდის და მოვლენების შემდგომი მიმდინარეობა დამოკიდებული იქნება დონბასში ამ ბრძოლის შედეგზე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები