Accentnews.ge
შოიგუს შვილების დედამ ლიეტუვაში ცხოვრების უფლებაზე სასამართლო დავა წააგო

შოიგუს შვილების დედამ ლიეტუვაში ცხოვრების უფლებაზე სასამართლო დავა წააგო

09/12/2022 14:38:35 ევროპა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ყოფილმა პარტნიორმა და შვილების დედამ ლიეტუვაში ცხოვრების უფლებაზე სასამართლო დავა წააგო,- იუწყება ადგილობრივი მედია.

ელენა კამინსკასმა ლიეტუვურაში ბინადრობის ნებართვა ამ ზაფხულს დაკარგა და გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობლი, ვილნიუსის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როგორც სასამართლოს პრესსამსახური აცხადებს, „ხელმისაწვდომი მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ აპლიკანტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სერგეი შოიგუს ყოფილ მეგობარ ქალ ელენა კამინსკასთან ორი შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი ჯერ კიდევ არასრულწლოვანია, ერთი კი სრულწლოვანი და მას ლიეტუვის მოქალაქეობა აქვს.

ქალს ასევე ჰყავს ორი შვილი ლიეტუვის მოქალაქე ადოლფას კამინსკასთან ქორწინებიდან. ამ უკანასკნელს კი თავად აქვს ორმაგი მოქალაქეობა – რუსეთის და ლიეტუვის.

მედია წერს, რომ ახლო პერიოდში ადოლფას კამინსკას მოქალაქეობის საკითხიც უნდა გაირკვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S