Accentnews.ge
უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია - აკოპიანი

უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია - აკოპიანი

09/12/2022 14:55:00 ევროპა

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის მერი აკოპიანის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიის 30%–მდე დანაღმულია და მის სრულად გაწმენდას დაახლოებით, 10 წელი დასჭირდება.

"ჩვენი სპეციალისტების ანალიზისა და შეფასებით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 174 ათასი კვადრატული კილომეტრი დღეს რჩება დანაღმული. ეს არის ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 30%, შედარებისთვის, ოთხი შვეიცარია. ძალიან ამბიციური მიზანი დავისახეთ, რომ 10 წელიწადში შევძლებთ ყველა ამ ტერიტორიის გაწმენდას. როგორც ჩანს, ბევრია, მაგრამ ამ ტიპის სამუშაოებისთვის ეს საკმარისი არ არის." - განაცხადა აკოპიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიების განაღმვისთვის 1 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. უკრაინის დახმარებას გეგმავს იაპონიაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S