
რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული - გერასიმჩუკი
09/12/2022 15:01:49 ევროპა
რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული, - იუწყება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, უფლებამოსილი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკი.
„დღევანდელი დღისთვის ინფორმაცია გვაქვს 13 ათას უკრაინელ ბავშვზე, რომელიც დეპორტირებული ან გადაადგილებული იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ. ეს, სამწუხაროდ, საბოლოო ციფრი არ არის”, - განაცხადა გერასიმჩუკმა.
ბავშვთა ომბუდსმენის თქმით, რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები რაოდენობა ყოველ დღე იზრდება:
“ჩვენ კიდევ მოგვიწევს გავიგოთ, როგორც მინიმუმ, ათასობით უკრაინელ ბავშვზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მოიპარა”.