
ბულგარეთი უკრაინას პირველად უგზავნის სამხედრო დახმარებას - მედია
09/12/2022 17:27:09 ევროპა
ბულგარეთი უკრაინას პირველად სამხედრო დახმარებას გაუგზავნის რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ: პარლამენტმა 9 დეკემბერს დაამტკიცა დროებითი მთავრობის მიერ შედგენილი იარაღის სია, – იუწყება Reuters.
სააგენტოს ცნობით, იარაღების სია საიდუმლოა, მაგრამ ოფიციალური პირების თქმით, სოფია ძირითადად მსუბუქ იარაღსა და საბრძოლო მასალას გზავნის.
240 პარლამენტარიდან 148 დეპუტატმა დაუჭირა მხარი სამხედრო დახმარების პროგრამას, სოციალისტები და პრორუსულად აღქმული პარტია „რენესანსი“წინააღმდეგ წავიდნენ.
ბულგარეთში გაზაფხულზეც დააყენეს იარაღის გაგზავნის ინიციატივა, თუმცა წინა მთავრობის კოალიციაში შემავალმა სოციალისტურმა პარტიამ დაბლობა მაისში წინადადება.
მედიის ცნობით, ნოემბრის დასაწყისში ბულგარეთის პარლამენტმა მთავრობას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნება დართო.
სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან ევროკავშირის ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას სამხედრო დახმარების გაწევითა და ომს გაქცეული უკრაინელების შეფარებით.