
„როგორც იქნა, ოკუპანტებმა მოუსმინეს ზელენსკის“: ძლიერი აფეთქება „ვაგნერის“ ბაზაზე
12/12/2022 11:32:13 ევროპა
11 დეკემბერს განადგურდა რუსი ოკუპანტების ბაზა, რომელიც მათ ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში, საერთო საცხოვრებელში მოაწყვეს, – იუწყება ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.
„ოკუპანტებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როგორც იქნა, მოუსმინეს ჩვენს პრეზიდენტს და ეწევიან იქ, სადაც საჭიროა. და აი, გუშინდელი შემთხვევა – ეს საერთო საცხოვრებელია. ერთი კვირის განმავლობაში ისინი ეწეოდნენ იქ, სადაც ყაზარმებია, სად არის საბრძოლო მასალა - ეს ყველაფერი ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის სასარგებლოა. ეს ოკუპანტებს აქვთ მუდმივი პრობლემები“.
მისი თქმით, სიტუაცია საკმაოდ რთული რჩება, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სვატოვო-კრემენოის მიმართულებით აქვთ წინსვლა. ამავდროულად, რუს ოკუპანტებს მუდმივად „აწვდიან ახალ ძალებს“, კერძოდ, მობილიზებულებს. გაიდაის აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველზე პროფესიონალ რუს ჯარისკაცებს ვეღარ ხედავენ:
„ისინი უბრალოდ სამოქალაქო პირები არიან სამხედრო ფორმაში. მათ საერთოდ არ ესმით, რა ხდება. როდესაც ისინი ბრძოლის ველზე არიან, იქ რეფლექსები ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე პროფესიული ცოდნა. ისინი უბრალოდ გარბიან."
11 დეკემბერს ანონიმური ტელეგრამ–არხები იტყობინებოდნენ სვატოვოს ჰოსტელის, სადაც "ვაგნერის“ მებრძოლები იყვნენ ბაზირებული, დაბომბვის შესახებ და დიდი მსხვერპლის შესახებ.