Accentnews.ge
დავითაშვილი: "პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს"

დავითაშვილი: "პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს"

12/12/2022 12:11:54 პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.

მინისტრის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი სირთულე და გამოწვევა არსებობს და ეს საკითხი ცალმხრივად გადასაწყვეტი არ არის.

„ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ტექნიკური საკითხი, ბევრი სირთულე და ბევრი გამოწვევა და ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ასეთი ოფიციალური მომართვა, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან არსებობს გარკვეული შეზღუდვები რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში, ამიტომ ეს საკითხი ასე მარტივად დღეს ვერ გადაწყდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამავე თემაზე: თბილისი თვალსაწიერ მომავალში მოსკოვთან პირდაპირ ავიამიმოსვლას გამორიცხავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S