Accentnews.ge
რას ეტყოდა სალომე ზურაბიშვილი პუტინს

რას ეტყოდა სალომე ზურაბიშვილი პუტინს

21/05/2019 17:34:08 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, სადღეისოდ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი არავის ძალუძს. ამის შესახებ მან ესტონური ეროვნული ტელერადიომაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

„ჩვენ გაყინული კონფლიქტები არ გვაქვს. საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს დიდი პრობლემა და ყოველდღიური ტრაგედიაა ადამიანებისა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ, ასევე 300 000 დევნილისთვის და ხელისუფლებისთვის. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება სიტუაციებთან, როდესაც საოკუპაციო ხაზიდან ვიღაცას იტაცებენ და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ შეძლებს გატაცებული ადამიანი დაბრუნებას. საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და ყოველდღიური პროვოკაციები ვითარებას ამწვავებს. ჩვენ ხაფანგში ვართ არა ოკუპირებული ტერიტორიების, არამედ რუსეთის გამო. სადღეისოდ ხაფანგშია ყველა, ვინაიდან რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი არავის ძალუძს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა საქართველოს პრეზიდენტს, რას ეტყოდა ვლადიმირ პუტინს, რასაც ზურაბიშვილმა კითხვითვე უპასუხა:

„და თვითონ რას მეტყოდა? როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრი, რუსეთი ცუდად იქცევა, პატივს არავის სცემს. ეს ვლინდება არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ ყველაფერში. რა დიალოგის წარმოებაა შესაძლებელი ასეთ პირობებში? პუტინთან დიალოგში მე მას შევახსენებდი, რომ რუსეთმა, როგორც საერთაშორისო სამართლის პატივისმცემელი თანამეგობრობის წევრმა, ყველა დაპირება დაარღვია, ხოლო როგორც საქართველოს მეზობელმა – ყველა შეთანხმება, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას ითვალისწინებდა და ყველა დაპირება, რომელიც მან 2008 წლის ომის შემდეგ დადო“.

ცნობისთვის: გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილი ესტონეთს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S