
ვახტანგ ყოლბაია: „ვიწრო ინტერესებს და ემოციებს არ უნდა შევწიროთ სახელმწიფოებრივი ინტერესი“
24/10/2019 12:39:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
აფხაზთიდან დევნილებში დიდი ხანია აზრი ორად არის გაყოფილი. დევნილთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ აუცილებელია ახალი არჩევნების გზით შეიცვალოს აფხაზეთის უმაღლესო საბჭოს შემადგენლობა, ვინაიდან ეს “ის ხალხია, რომლებიც ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ინარჩუნებენ დეპუტატის პოზიციას“.
დევნილთა საზოგადოების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ტერიტორიის გარეშე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევა კონსტიტუციის დარღვევაა და თბილისში მოქმედ აფხაზეთის ხელისუფლების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს.
„აფხაზთა კრება“ მომხრეა ხელახალი არჩევნების და საპარლამენტო ფრაქციებს სთავაზობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეგულარული არჩევნების შესახებ საპარლამენტო განხილვები დაიწყოს.
ვახტანგ ყოლბაია, რომელიც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარმოადგენს აცხადებს, რომ არჩევნების მოთხოვნა არის „ვიღაცეების ვიწრო ინტერესი და არ შეიძლება მას სახელმწიფოებრივი ინტერესი შეეწიროს“.
,,ეს ახალი თემა არ არის. „აფხაზთა კრება“ დიდი ხანია მოითხოვს რომ გადავირჩიოთ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. ადამიანურად, მე მესმის რომ 27 წელი ერთი და იმავე სახეების ყურება მოსაწყენია, მაგრამ სანამ აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია არ გავრცელდება, მანამ არჩევნების ჩატარება პირდაპირ უგუველყოფს საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების და უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმაციას. დავუშვათ, რომ ჩავატარეთ არჩევნები, ეს არ იქნება აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, ეს იქნება დევნილთა თავყრილობა.
არსებობს საერთაშორისო სამართლის ნორმა, რომელიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს აფხაზეთის გარეშე. თუ ახლა ეს არჩევნები მაინც ჩატარდება, ეს ნიშნავს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და მათი ნებისა და განწყობის უგულებელჰყოფას.
ამის გარდა, არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის უფება-მოსილება გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს იურიდიქცია არ გავრცელდება ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ტერიტორიის გარეშე არჩევნების ჩატარება არის კონტექსტიდან ამოვარდნილი და საკუთარი კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა. “ - აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია.