
მელიტოპოლში ხიდი ააფეთქეს
13/12/2022 06:06:44 ევროპა
ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული მელიტოპოლის გარეუბანში ხიდი ააფეთქეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვზე დაყრდნობით იუწყება.
მისივე ინფორმაციით, ამ ხიდის მეშვეობით რუსეთს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა.
„მელიტოპოლში ხიდი, რომელიც ქალაქს სოფელ კონსტანტინოვკასთან აკავშირებდა „დაიღალა“, ეს ერთ-ერთი სტრატეგიული ხიდია ყირიმის ხიდის „დაღლილობის“ შემდეგ. სწორედ მისი მეშვეობით გადაჰქონდათ ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა აღმოსავლეთის მიმართულებით. უკარაინის შეიარაღებული ძალები ახლოშია, უკანმოუხედევად გაიქცევით“,- წერს მელიტოპოლის ადმინისტაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი.
"РИА Мелитополь"-ი იწყობინება, რომ აფეთქების შემდეგ მელიტოპოლის ზოგ ნაწილში საოკუპაციო ძალებმა კავშირისა და ინტერნეტის ჩახშობა დაიწყეს.
ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციის წევრმა ვლადიმირ როგოვმა კონსტანტინოვკაში ნაწილობრივ ჩამონგრეული ხიდის ფოტოები და ვიდეო კადრები გამოაქვეყნა. მისივე თქმით, ხილის საყრდები უკრაინელმა დივერსანტებმა ააფეთქეს.
"РИА Новости"–ს ცნობით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული სავალი ნაწილი.