Accentnews.ge
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებაზე იმსჯელებენ

13/12/2022 06:25:04 ევროპა

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები დღეს ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე გაზის ფასის ლიმიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

ევროკავშირის ქვეყნები თვეების განმავლობაში მსჯელობენ გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებაზე, მაგრამ განსხვავებული შეხედულებების გამო, ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

მაშინ, როცა გაზის ფასზე ლიმიტის დაწესების მომხრე ქვეყნები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს მათ ეკონომიკას ენერგორესურსების მაღალი ხარჯებისგან, გერმანია - ევროპის უდიდესი ეკონომიკა და გაზის ბაზარი - და ნიდერლანდები ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ეწინააღმდეგებიან.

ისინი აცხადებენ, რომ ამან შეიძლება, ხელი შეუშალოს ენერგეტიკული ბაზრების ნორმალურ ფუნქციონირებას და შეაჩეროს გაზის მწარმოებლები, ევროპაში საჭირო საწვავი გაგზავნონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S