Accentnews.ge
რუსეთის ჯარები განაგრძობენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონსოლიდაციას ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში თავდაცვის გასაძლიერებლად – ISW

რუსეთის ჯარები განაგრძობენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონსოლიდაციას ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში თავდაცვის გასაძლიერებლად – ISW

13/12/2022 08:17:52 ევროპა

რუსეთის ჯარები განაგრძობენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონსოლიდაციას ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში თავდაცვის გასაძლიერებლად, ასევე დონეცკის რეგიონში შეზღუდული შეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად, – ნათქვამია ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მოხსენებაში.

ISW უკრაინელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომრუსეთი ხარკოვი-ლუგანსკის მიმართულებით „დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების მართვის სისტემატიზებას" ახდენს - ამ რაიონში დასავლეთის სამხედრო ოლქის მე -20 კომბინირებული შეიარაღების ძალები სამ ჯგუფად მოქმედებენ: სვატოვოს მხარეში, კრემენნაია–რუბეჟნოეს ხაზზე და ლუგანსკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით. ამ ტერიტორიაზე ასევე ჩანს პირველი და მე-2 არმიის კორპუსის ნაწილები, 76-ე სადესანტო და 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიები. ამავე დროს, ინსტიტუტი მთელ ამ დაჯგუფებას დასუსტებულად და არასაკმარისად დაკომპლექტებულად აფასებს.

ანალიტიკოსების ცნობით, რუსული და უკრაინული წყაროები ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით მობილიზებულების დიდი რაოდენობაა, სავარაუდოდ დანაყოფებში არსებული ნაკლოვანებების შესავსებად. საჰაერო სადესანტო ძალების მოქმედება ლუგანსკის რეგიონში მეტყველებს, რომ მედესანტეები დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ხერსონის რეგიონში გადაადგილდებიან.

რუსეთის არმიის პირველი და მე-2 კორპუსის დანაყოფების მხარდაჭერით, „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები დონეცკის რეგიონში, განსაკუთრებით ბახმუტისა და დონეცკის დასავლეთ გარეუბანში, შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე არიან პასუხისმგებელნი, აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები, შეტევითი ოპერაციების ჩატარების მცდელობების ანალიზისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S