Accentnews.ge
ადვოკატი: "მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სხდომას დისტანციურად უნდა ჩაერთოს"

ადვოკატი: "მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სხდომას დისტანციურად უნდა ჩაერთოს"

13/12/2022 08:44:31 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მოსამართლემ გამოსცა განკარგულება, რომ ექს–პრეზიდენტმა ხვალინდელ პროცესში დისტანციურად მონაწილეობა მიიღოს. ახლა ადვოკატები ითხოვენ სხდომათა დარბაზში დიდი მონიტორი განთავსდეს, რათა საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილი იხილოს.

შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ ხვალ პროცესზე დასახელდება მედიკამენტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი თვეების განმავლობაში იღებდა და რომელიც, მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აკრძალული.

"სასამართლო ამზადებს შესაბამის ტექნიკურ მოწყობილობას, რომ მონიტორზე იქნეს გამოტანილი მისი ვიზუალური ნაწილი, დიდი მონიტორი რომ სხვებმა დაინახონ. პენიტენციურს ვესაუბრე და წესით მოგვარებულია ყველაფერი, მაგრამ მაინც ერთ-ორ საათში შევხმიანდები კიდევ ერთხელ, რომ გავაკონტროლოთ რაიმე ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი. [...] აკრძალულ მედიკამენტებზე ჩვენ ჯერ კიდევ ორი თვის წინ შემოვიტანეთ განცხადება, კინაღამ გვცემეს მერე აქ ექიმებმა და გავჩერდით, თუმცა მუშაობა არ გაგვიჩერებია. აკრძალული 7 მედიკამენტით მიდიოდა მისი მკურნალობა. ეს არის აკრძალული FDA-სა და ჯანმოს მიერ, ეს წამლები, იწარმოება რუსეთში და დასაშვებია მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში და მის გავლენის ქვეშ მყოფ სახელმწიფოებში. ნორმალურ სახელმწიფოში ეს მედიკამენტები პაციენტებს არ ეძლევათ იმიტომ, რომ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას იწვევს. გეუბნებოდით, ძალიან საინტერესო და სკანდალურ ამბებს ნახავთ ამ საქმეში-მეთქი და ხვალიდან იწყება ეს ყველაფერი. დიახ, საქართველოში ეს წამლები არ უნდა იყოს გამოყენებული და ამ დროს ათასობით ადამიანზე გაიცემა, მარტო სააკაშვილზე არ არის საუბარი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ხვალ სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S