Accentnews.ge
ბელარუსში ჯარის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

ბელარუსში ჯარის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

13/12/2022 09:01:36 ევროპა

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ 13 დეკემბერს გამოაცხადა ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება. შემოწმება ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს დავალებით დაიწყო.

უწყების პრეს–სამსახურის ცნობით, შემოწმების ფარგლებში, „ჯარებს მოუწევთ, რაც შეიძლება მალე გადავიდნენ მითითებულ ლოკაციებზე, განახორციელონ მათი საინჟინრო აღჭურვილობა, უზრუნველყონ უსაფრთხოება და თავდაცვა და ააშენონ გადასასვლელები მდინარეებზე – ნემანსა და ბერეზინაზე“.

ქვეყანა გარკვეულ გზებზე მოძრაობის დროებით შეზღუდვას გეგმავს.

გასულ კვირას ბელარუსმა ტერორისტულ აქტებზე რეაგირების სახელმწიფო სისტემის შემოწმება ჩაატარა.

24 თებერვალს რუსული არმიამ, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიიდან შეუტია უკრაინის ქალაქებს. ასევე, ამ ქვეყნის ტერიტორიას რუსული სამხედრო სარდლობა იყენებს, როგორც პლაცდარმს უკრაინაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებისთვის. გარდა ამისა, ამ დროისთვის ბელარუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსული ჯარების თავმოყრა: სხვადასხვა შეფასებით, საუბარია ათიდან თხუთმეტ ათას რუს სამხედროზე.

ამავდროულად, ბელორუსის არმია არ მონაწილეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვერ ხედავს ომში ბელარუსის არმიის ჩართვის და შეტევის ბელარუსის მხრიდან განმეორების საფრთხეს. მიუხედაად ამისა, მათ ბელარუსის საზღვართან დამცავი ღობის მშენებლობა დაიწყეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S