Accentnews.ge
HRW: რუსეთი ხერსონს კასეტური საბრძოლო მასალით ბომბავს

HRW: რუსეთი ხერსონს კასეტური საბრძოლო მასალით ბომბავს

13/12/2022 09:21:38 ევროპა

რუსეთის ჯარებმა სავარაუდოდ, მინიმუმ სამჯერ გამოიყენეს კასეტური საბრძოლო მასალა ხერსონის რაიონებში ქალაქიდან უკან დახევის შემდეგ, იტყობინება Human Rights Watch 13 დეკემბერს.

ეს იყო ქალაქზე თავდასხმების ნაწილი, რამაც გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშო, – აღნიშნეს უფლებადამცველებმა.

„ხერსონის მოსახლეობა გადაურჩა რუსეთის რვათვიან ოკუპაციას და განთავისუფლდა წამების შიშისგან, რათა დაექვემდებაროს უფრო განურჩეველ თავდასხმებს, აშკარად, კასეტური საბრძოლო მასალის ჩათვლით“, - თქვა ბელკის ვილმა, Human Rights Watch-ის კრიზისებისა და კონფლიქტების დირექტორის თანაშემწემ.

Human Rights Watch-ის მკვლევარები ხერსონში იმყოფებოდნენ 20-დან 24 ნოემბრამდე პერიოდში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ დღეების განმავლობაში ქალაქის დაბომბვა გააქტიურდა.

11 ნოემბერს ხერსონი უკრაინის არმიის კონტროლს დაუბრუნდა. რუსმა სამხედროებმა უკან დაიხიეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან, სადაც რეგიონალური ცენტრია განთავსებული. უკან დახევის შემდეგ მათ დაიწყეს ქალაქის რეგულარულად დაბომბვა.

მოსკოვი უკრაინაში შეჭრის დღიდან უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს მიუხედავად ამის უამრავი მტკიცებულების არსებობისა.

ორგანიზაცია აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ უკრაინაში კასეტური ბომბების გამოყენებას 689 ადამიანი ემსხვერპლა.

დოკუმენტში სახელწოდებით "Cluster Munition Monitor 2022" აღნიშნეს, რომ რუსეთმა ფართოდ გამოიყენა კასეტური ბომბები 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S