Accentnews.ge
შალვა ხაჭაპურიძე: "სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დამხვდა და გონზე მოსაყვანად გარკვეული პერიოდი დამჭირდა"

შალვა ხაჭაპურიძე: "სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დამხვდა და გონზე მოსაყვანად გარკვეული პერიოდი დამჭირდა"

13/12/2022 10:36:05 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას კლინიკა "ვივამედში" ექს–პრეზიდენტი „ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დახვდა, რომელიც საუბრის დროს რამდენჯერმე გაითიშა“.

როგორც ადვოკატმა კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ცუდად ყოფნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ხვალინდელ პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.

“ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, საუბარი უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც საუბრის დროს, გონების კარგვის მომენტი იყო. რომ შევედი იწვა და ვხედავდი, რომ ვეღარ მესაუბრებოდა. ერთხელ ჰქონდა ასეთი მდგომარეობა, ოღონდ ამდენი ეპიზოდი არ ყოფილა. საქმის მასალებში მას აქვს 4-ჯერ გონების კარგვის ეპიზოდი, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა. გონების კარგვის ერთ-ერთი ეპიზოდის მერე მოხდა მისი გადმოყვანა "ვივამედში". სურვილი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე ჩაერთოს. თქვა, რომ თუ შეძლო, შეეცდება რაღაც თქვას. თუ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, მაგრამ ჩართვით ჩაერთვება", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თმით, მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება ისევ არ შეუძლია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S