Accentnews.ge
აშშ–მა საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სპეციალურად აღჭურვილი $225 000 ღირებულების კარვები გადასცა

აშშ–მა საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სპეციალურად აღჭურვილი $225 000 ღირებულების კარვები გადასცა

13/12/2022 12:10:57 პოლიტიკა

აშშ–მა საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სპეციალურად აღჭურვილი $225 000 ღირებულების კარვები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.

"გადაუდებელი დახმარებისა და კრიზისული შემთხვევებისთვის, სპეციალურად აღჭურვილი $225 000 ღირებულების კარვები საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადავეცით. ეს 10 კარავი, ყველა სახის საგანგებო მდგომარეობისას, მაღალი დონის საველე დახმარებას უზრუნველყოფს.აღნიშნული დახმარება ნაწილია აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფრო დიდი ძალისხმევისა, რომლის მიზანიც საქართველოს მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებაა", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S