Accentnews.ge
"პატრიოტთა ალისანსის" ლიდერები პანკისში ჩავიდნენ

"პატრიოტთა ალისანსის" ლიდერები პანკისში ჩავიდნენ

24/10/2019 13:21:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი ჰესების მშენებლობის საკითხზე პანკისის ხეობაში ჩავიდნენ. ადგილობრივი მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ჯოყოლოში გაიმართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, „პატრიოტთა ალიანსმა“ მოსახლეობას გამოკითხვის ფურცელის შევსება სთხოვა, სადაც პირადი მონაცემების დაფიქსირების შემდეგ პასუხი უნდა გასცენ კითხვას, სურთ თუ არა პანკისის ხეობაში აშენდეს ჰიდროელექტროსადგური.

დავით თარხან-მოურავი განმარტავს, რომ გამოკითხვის შედეგად გაირკვევა, ჰესის აშენების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა და განისაზღვრება შემდგომი სამოქმედო გეგმა.

„ეს იყო უბრალო შეხვედრა. გამოკითხვის შემდეგ გავიგებთ, ხეობაში ჰესის მშენებლობა მოსახლეობის რამდენ პროცენტს არ უნდა. თუ უმრავლესობას ერთი პოზიცია ექნება, ირმა ინაშვილი დააყენებს საკითხს პარლამენტში. თუ ხალხს არ უნდა, ჰესი არ უნდა აშენდეს“, – განაცხადა თარხან-მოურავმა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანის ხელმძღვანელები ხეობაში მცირე ჯგუფს ხვდებიან და მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრი არ აინტერესებთ.

ადგილობრივების აზრით, ხეობისთვის ჰესის მშენებლობა ეკოლოგიური კატასტროფის მომტანი იქნება.

დასახლებული პუნქტიდან 15 კმ-ის დაშორებით მდინარე სამყურისწყალზე 27-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას კომპანია „ალაზან ენერჯი“ ნოემბერში გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S