Accentnews.ge
ზელენსკის შეთავაზებას კრემლში უპასუხეს

ზელენსკის შეთავაზებას კრემლში უპასუხეს

13/12/2022 14:30:00 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას მოსკოვისადმი, რომ საშობაოდ დაიწყოს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა და ამით დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე, კრემლში უპასუხეს.

„უკრაინულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომელიც ადგილზე შეიქმნა. ეს რეალობა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას ახალი ტერიტორიები აქვს. ამ რეალობის გარეშე პროგრესი შეუძლებელია“, - განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მოსკოვმა სექტემბერში გამოაცხადა უკრაინის ოთხი რეგიონის –დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ანექსია, მიუხედავად იმისა, რომ მათზე სრული კონტროლი არ ჰქონდა.

ნოემბერში მოსკოვმა დატოვა ხერსონის ოლქის რეგიონალური ცენტრი, თუმცა მისი სამხედროები რჩევიან რეგიონში.

ბოლო დროს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. თუმცა, დასავლეთი, მათ შორის აშშ, მშვიდობის თაობაზე მოსკოვის რეალურ განწყობას ვერ ხედავს.

როგორც აღინიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებით და მოსკოვს ეს დრო ახალი შეტევისთვის მოსამზადებლად სჭირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S