Accentnews.ge
მაკრონი: „უახლოეს კვირებში უნდა გადაწყდეს ზაპოროჟიედან მძიმე შეიარაღების გატანა“

მაკრონი: „უახლოეს კვირებში უნდა გადაწყდეს ზაპოროჟიედან მძიმე შეიარაღების გატანა“

13/12/2022 14:47:16 ევროპა

„ჩვენ შევძელით ჩერნობილის დაცვა და ჩვენს მიზანს წარმოადგენს ზაპორჟიეს დაცვა. ამ მხრივ უახლოესი კვირები გადამწყვეტი უნდა გახდეს“, - ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 დეკემბერს ისაუბრა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან მძიმე შეიარაღების გატანასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკების კომენტირებისას.

პარიზში 13 დეკემბერს იმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც რუსეთის იერიშების ფონზე უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურისათვის გადაუდებელ დახმარებაზე მსჯელობენ.

მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ თქვა, რომ IAEA თანახმაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური მისიები გაგზავნოს უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე.

ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური საგანგებო ყურადღების ცენტრშია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ელექტროსადგური მარტის დამდეგს ჩაიგდეს ხელში რუსეთის ჯარებმა. მას უკრაინის პერსონალი მართავს. სადგური ახლოსაა ფრონტის ხაზთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S