Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის ძალები აკვირდებიან სიტუაციას ბელარუსის საზღვართან ლუკაშენკოს მიერ გაცემული დავალების შემდეგ

უკრაინის თავდაცვის ძალები აკვირდებიან სიტუაციას ბელარუსის საზღვართან ლუკაშენკოს მიერ გაცემული დავალების შემდეგ

13/12/2022 16:45:32 ევროპა

ბელარუსის საზღვარზე სიტუაცია უცვლელი და კონტროლირებადია, უკრაინის თავდაცვის ძალები სიტუაციას აკვირდებიან ბელარუსის არმიის საბრძოლო შესაძლებლობების მოულოდნელი შემოწმების შესახებ ცნობების შემდეგ,– განაცხადა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ.

„სასაზღვრო ხაზზე ვითარება არ შეცვლილა. ის სრულად კონტროლირებადია. ბელარუსის შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფები, რომლებიც მანამდე იმყოფებოდნენ ჩვენს საზღვართან, რჩებიან – არ შეცვლილა მათი რაოდენობა, მათი მოქმედებების ბუნება“, - თქვა დემჩენკომ.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები აკვირდებიან სიტუაციას შესაფასებლად, თუ რამდენად შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ქვეყანას დაანონსებულმა შემოწმებამ.

დემჩენკომ აღნიშნა, რომ დაჯგუფების შექმნა, რომელსაც შეეძლო, უკრაინის ტეროტორიაზე შემოჭრა, ჯერ არ დაფიქსირებულა.

”მაგრამ მსგავსი ქმედებები – ერთობლივ წვრთნები, რეგიონალური დაჯგუფების განლაგება, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება იმაზე მეტყველებს, რომ ბელარუსი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან და მოქმედებს მათი საერთო გეგმის მიხედვით”, - თქვა დემჩენკომ.

13 დეკემბერს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის „მოულოდნელი შემოწმება“ ლუკაშენკოს დავალებით.

იყო ცნობები, რომ ღონისძიებების ფარგლებში რიგი აქტივობები იგეგმება უკრაინის საზღვართან.

გასულ კვირას ბელარუსმა ტერორისტულ აქტებზე რეაგირების სახელმწიფო სისტემის შემოწმება ჩაატარა.

24 თებერვალს რუსული არმიამ, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიიდან შეუტია უკრაინის ქალაქებს. ასევე, ამ ქვეყნის ტერიტორიას რუსული სამხედრო სარდლობა იყენებს, როგორც პლაცდარმს უკრაინაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებისთვის. გარდა ამისა, ამ დროისთვის ბელარუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსული ჯარების თავმოყრა: სხვადასხვა შეფასებით, საუბარია ათიდან თხუთმეტ ათას რუს სამხედროზე.

ამავდროულად, ბელორუსის არმია არ მონაწილეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვერ ხედავს ომში ბელარუსის არმიის ჩართვის და შეტევის ბელარუსის მხრიდან განმეორების საფრთხეს. მიუხედაად ამისა, მათ ბელარუსის საზღვართან დამცავი ღობის მშენებლობა დაიწყეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S