Accentnews.ge
ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ეწინააღმდეგება მაკრონის იდეას რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შესახებ - მედია

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ეწინააღმდეგება მაკრონის იდეას რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შესახებ - მედია

13/12/2022 17:34:23 ევროპა

ევროკავშირის სულ მცირე ხუთმა ქვეყანამ წერილობით გააპროტესტა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წინადადება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შესახებ,– წერს Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, წერილობითი პროტესტი გამოთქვეს ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა. დემარშის ორგანიზებას ხელი შეუწყო ევროკავშირის ჩეხეთის თავმჯდომარეობამ, მაგრამ უცნობია, დაუჭირა თუ არა მანაც მხარი.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დაადასტურა ლიეტუვას პოზიცია LRT-ისთან კომენტარში.

„დარწმუნებული ვართ, რომ უპირველეს ყოვლისა, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები“,– თქვა მან.

სხვა ქვეყნების მთავრობებს ოფიციალურად არ გაუკეთებიათ კომენტარი Reuters-ის ინფორმაციაზე.

გარანტიების იდეა მაკრონმა TF1-თან ინტერვიუში 3 დეკემბერს გააჟღერა. "ეს თემა იქნება მშვიდობის ერთ-ერთი ფაქტორი", - განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ გამოთქვა შიში ნატოს საზღვრების გაფართოებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვები კონტექსტიდანაა ამოღებული.

რუსეთმა დასავლეთს ულტიმატუმი „უსაფრთხოების გარანტიების“ თაობაზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე წაუყენა. ის, მათ შორის, მოითხოვდა უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებაზე უარის თქმას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S