Accentnews.ge
უკრაინაში დაიწყო 152 მმ და 122 მმ კალიბრის ჭურვების წარმოება - დანილოვი

უკრაინაში დაიწყო 152 მმ და 122 მმ კალიბრის ჭურვების წარმოება - დანილოვი

13/12/2022 18:50:34 ევროპა

უკრაინაში 152 მმ და 122 მმ კალიბრის ჭურვების წარმოება დაიწყო, რადგან საბჭოთა ტიპის საბრძოლო მასალის მარაგი ამოიწურა,– განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა 13 დეკემბერს ეროვნული ტელემარეთონის ეთერში.

„ის, რასაც ჩვენი იარაღის მწარმოებლები აკეთებენ, დამატებით პრობლემებს შეუქმნის ფაშისტებს, რომლებიც შემოიჭრნენ ჩვენს მიწაზე. შემიძლია, ვთქვა, რომ როგორც 152 მმ, ასევე 122 მმ კალიბრის [ჭურვების - რედ.] წარმოება.

ახლა დაიწყება ნაღმების და სხვა საშუალებების გამოშვება, რასაც ჩვენი თავდაცვის საწარმოები აწარმოებენ. საუბარია ათასობით ერთეულზე – ეს უკვე ინდუსტრიული მასშტაბია“.

მისი თქმით, უკრაინაში დამტკიცებული სარაკეტო პროგრამა 100%-ით ფინანსდება და პრეზიდენტის კონტროლს ექვემდებარება.

ნოემბრის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსიე რეზნიკოვმა განაცხადა, რომ Ukroboronprom-ის საწარმოებმა დაიწყეს 122 მმ და 152 მმ კალიბრის ჭურვების, ასევე 120 მმ-იანი ნაღმების წარმოება და ისინი უკვე გამოიყენება. ის იმედოვნებდა, რომ უკრაინელი მწარმოებლები "მოცულობებს გაზრდიდნენ" რამდენიმე თვეში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S