Accentnews.ge
უკრანის გენშტაბი რუსეთის 58-ე არმიის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

უკრანის გენშტაბი რუსეთის 58-ე არმიის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

13/12/2022 19:09:28 ევროპა

უკრაინის გენშტაბი გასულ შაბათ–კვირას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ავდიევკაში 11 დეკემბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 60-მდე რუსი სამხედრო, ხოლო დაიჭრა ასამდე.

ამასთან, გენშტაბის 13 დეკემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ დადასტურდა მოწინააღმდეგის დანაკარგები ზაპოროჟიეს რეგიონში.

”ქალაქ მელიტოპოლში 58-ე არმიის ხელმძღვანელობის განადგურების გარდა, ენერგოდარის, ტოკმაკის და გულიაიპოლის დასახლებების რაიონებში განადგურდა სამი საარტილერიო დანადგარი, სხვადასხვა ტიპის 10-მდე სამხედრო ტექნიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დაჭრილია მოწინააღმდეგის 150-მდე სამხედრო მოსამსახურე“.

გენშტაბი ასევე იუწყება, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის 2 უბანს დაარტყეს.

მათივე ცნობით, იძულებითი მობილიზაციის ღონისძიებები გაძლიერდა დონეცკის რეგიონში საოკუპაციო ძალების პირველი არმიის კორპუსის დანაკარგების შესავსებად და მომარაგების მიზნით. „ასე რომ, ქალაქ გორლოვკაში მამაკაცები ექვემდებარებიან გაწვევას, მათ შორის სამხედრო ბილეთებში მონიშნული "ჯავშნის" მიუხედავად“:

„ფართომასშტაბიანი შეჭრის 293-ე დღეს, რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს ზაპოროჟიეს და ხარკოვის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ასევე განახორციელეს 20-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S