
შოლცი გერმანიასა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის პირობას ასახელებს
13/12/2022 20:03:36 ევროპა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელი იმ შემთხვევაშია, თუ კრემლი უკრაინაში ომს დაასრულებს.
„ამ დროისთვის, ის ურთიერთობები, რაც გვაქვს, მცირდება. თუმცა რუსეთს, თუ ომს დაასრულებს, განახლებული ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მანამდე გერმანიის კანცლერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთი არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე მოსკოვი არ გაიყვანს თავის ჯარს უკრაინიდან.