Accentnews.ge
კახეთში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავდა

კახეთში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავდა

14/12/2022 07:20:30 სამართალი

კახეთში, შუამთის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში სხეულის 60%-იანი დამწვრობით გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი კოტეჯში გაჩნდა, სადაც იმ დროს 4 ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავდა, ერთმა კი ხანძარს თავი უვნებლად დააღწია.

გავრცელებული ცნობებით, დაღუპული ორი კაცი ქართლიდანაა და შუამთაში არსებულ ერთ-ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S